როდრი: „სიტიში“ გადასვლის შემდეგ 10 კილო მოვიმატე“

0
83

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ როდრის თქმით, „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის შემდეგ 10 კილოგრამი მოიმატა.
„მას მერე რაც ინგლისში გადავედი 10 კილოგრამი მოვიმატე. ეს აუცილებელი იყო. შენი ორგანიზმი ადაპტირებს. დიეტოლოგებმა, რომლებიც გვყავს იციან, რაა საჭირო უფრო ფიზიკურად ძლიერი ლიგისთვის, სადაც მეტი ძალიაა საჭირო. მუსკულატურა მატჩების რაოდენობაზე და ძალაზეა დამოკიდებული. ახლა ყოველივე ამას პაუ ტორესის მაგალითზე ვხედავ, რომელიც ბირმინგემის „ასტონ ვილაში“ გამოდის. „ვილიარელალში“ ის ჩემსავით  გამხდარი იყო, ხოლო ახლა ფიზიკურად გაცილებით გაძლიერდა. ჩანს, რომ პრემიერლიგაში მოვიდა“ – იუწყება გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშის ნათქვამს AS.
27 წლის როდრი „სიტიში“ 2019 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 231 მატჩში 22 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი