კარლო ანჩელოტი: „ინტერის“ მიმართ სიმპათია მაქვს“

0
59

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გაამხილა თუ რომელ კლუბს გულშემატკივრობდა ბავშვობიდან.
„ბავშვობაში „ინტერს“ ვგულშემატკივრობდი. ამ კლუბის მიმართ სიმპათია ახლაც მაქვს, მაგრამ მას არასოდეს გავწვრთნი“ – განაცხადა ანჩელოტიმ, რომელიც კარიერის განმავლობაში „პარმაში“, „რომაში“ და „მილანში“ გამოდიოდა. მან „რომაში“ იტალიის სერია A ერთხელ, ხოლო იტალიის თასი 4-ჯერ მოიგო. ანჩელოტინ მილანელებთან ერთად იტალიის ჩემპიონატში 2-ჯერ გაიმარჯვა, ამდენჯერვე ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო თითოჯერ იტალიის სუპერთასს, ევროპის სუპერთასს და საკონტინენტთაშორისო თასს დაეუფლა.
64 წლის ანჩელოტი ცოტა ხნის წინ მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა.
ლაშა თაბაგარი