ქოჩორაშვილი დაშავდა და წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს

0
35

გიორგი ქოჩორაშვილმა ტრავმა მიიღო და ხიხონის „სპორტინგთან“ მატჩს ნაადრევად გამოეთიშა. მან ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო და მიმდინარე წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს. ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-19 ტურში ვალენსიელები გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ ხიხონის „სპორტინგს“ ესტუმრნენ და ქულა აიღეს – 0:0.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგნელობაში იყო და მე-13 წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში სეგუნდაში 15-ჯერ (10-ჯერ სატსრტოში) ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. „ლევანტე“ 28 ქულით 22-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი