„ალ ახდუდში“ გადასვლის შემდეგ, სოლომონ კვერკველია საუდის არაბეთის ჩემპიონატში პირველად შეცვალეს. მე-16 ტურში „ალ ახდუდი“ შინ „ალ ვეჰდას“ შეხვდა და 0:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. მანამდე, მან 15 მატჩი თავიდან ბოლომდე ჩაატარა.
მასპინძლებიდან ანგარიში მე-16 წუთზე ნოორმა გახსნა, ხოლო 84-ე წუთზე სტუმართა კარი ოსკარ დუარტემ აიღო. „ალ ახდუდი“ 13 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.
შვეიცარიის ჩემპიონატის მე-17 ტურში „ბაზელი“, რომელშიც გაბრიელ სიგუა გამოდის, თავის მოედანზე „გრასჰოპერსთან“ 0:1 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების 18 წლის ნახევარმცველი განაცხადში ვერ მოხვდა. „ბაზელი“ 15 ქულით 12 გუნდში ბოლოსწინაა.
ლაშა თაბაგარი





