იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში “ქართული” დუელი არ შედგა. არადა, “ფროზინონე” შინ “ტორინოს” დაუპირისპირდა და ამის თეორიული შანსი იყო – მასპინძლებში საქართველო 21-წლაამდელთა ნაკრების ფორვარდი გიორგი კვერნაძე ირიცხება, ხოლო “ტორინოში” – ეროვნული გუნდის მცველი საბა საზონოვი.
გუნდებმა ქულები გაიყვეს, ხოლო ორივე ქართველი სათადარიგოთა სკამზე იყო და თამაშში არ ჩართულან. “ტორინო” 20 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეცხრეა, ხოლო “ფროზინონ” 18 ქულით – მეცხრე.
კვერნაძე “ფროზინონეს” ზაფხულში შეუერთდა, ისევე როგორც საზონოვი – “ტორინოს”. პირველმა მათგანმა იტალიის ჩემპიონატში ორჯერ ითამაშა, ხოლო მეორემ -3-ჯერ.
ლაშა თაბაგარი





