ოთარ კაკაბაძე: „ერთა ლიგის კარგად დასრულება გვსურს“

0
12

ოთარ კაკაბაძეს, რომელიც უნგრეთთან დღეს გასამართ მატჩში საქართველოს ეროვნული კაპიტანი იქნება, მიაჩნია, რომ თანაგუნდელებთან ერთად ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების B ლიგის მე-2 ჯგუფში გასამართი ბოლო ორი შეხვედრის მოსაგებად მზადაა.
ოთარ კაკაბაძე: „კვარა“ და „კიტე“ ჩვენთან არ არიან. რა თქმა უნდა. ეს დიდი დანაკლისია, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ წლის ბოლო ორი თამაში მოვიგოთ. ერთა ლიგა კარგად ვერ დავიწყეთ, მაგრამ გვინდა რომ კარგად დავასრულოთ. დიდი ხანია არ მოგვიგია და ვეცდებით მომავალ თამაშებში გავიმარჯვოთ. დრო გვქონდა და კარგად ვიმუშავეთ. მიმაჩნია, რომ ამ ორი თამაშისთვის მზად ვართ“.
საქართველოს ნაკრები უნგრეთს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება და თამაში 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო 17 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინას შეხვდება. ჯგუფში პირველ ადგილზე ჩრ.ირლანდიაა 8 ქულით, მეორე პოზიციაზე უნგრეთია 7 ქულით, უკრაინა მესამეა 4 ქულით, ხოლო საქართველო 2 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი