საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია თავისი თანაგუნდელების განწყობით, მენტალიტეტით და ბრძოლისუნარიანობით ძალიან კმაყოფილია. მან ამის თაობაზე ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში ვალიადოლიდში ესპანეთთან 1:3 მარცხის მერე ისაუბრა.
გურამ კაშია: “ისეთი განწყობაა და მენტალიტეტი გვაქვს, ისეთი ბრძოლისუნარიანი ხასიათი გაჩნდა გუნდში, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, მომდევნო ორ მატჩს წარმატებით ვითამაშებთ. ძალიან რთული, დიდი წნეხი იქნება, თუმცა, გუნდის მეიმედება. ვიმედოვნებ, ყველა ჯანმრთელად იქნება და მხოლოდ წარმატებისთვის ვიბრძოლებთ”.
ლაშა თაბაგარი





