საქართველოს ეროვნული ნაკრებისს ფორვარდ ხვიჩა კვარაცხელიას აზრით, ნოემბრის შეკრება ნაყოფიერი აღმოჩნდა. მან ამის შესახებ ევრო 2024-ი შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში სტუმრად ესპანეთთან 1:3 წაგების შემდეგ განაცხადა.
ხვიჩა კვარაცხელია: “ვფიქრობ, ეს შეკრება ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. იმის მიუხედავად, რომ ვერ მოვიგეთ. ორ ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ, მაგრამ ორივესთან მოვახერხეთ გოლის გატანა და კარგად თამაში. ჩემი აზრით, ორივე შეხვედრაში მეტი დავიმსახურეთ, ვიდრე შედეგი, რომელიც ტაბლოზე აისახა. მარტისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით, იმედია, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად ვიქნებით და გავაკეთებთ იმას, რის გამოც ამდენი წელია ვშრომობთ”.
ლაშა თაბაგარი





