ჩილეს ნაკრებიდან მთავარი მწვრთნელი წავიდა

0
51

ედუარდო ბერისომ ჩილეს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. მან ამის შესახებ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პარაგვაისთან 0:0 დასრულებული შეხვედრის მერე განაცხადა.
54 წლის არგენტინელი სპეციალისტი ჩილეს 2022 წლის ივნისიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 16 მატჩი ჩაატარა – 4 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 7 წააგო. ჩილელებს 5 ქულა აქვთ და სამხრეთ ამერიკის 10-გუნდიან შესარჩევში მე-8 ადგილზე არიან.
დროებით ჩილელებს სათავეში ნიკოლას კორდობა ჩაუდგა, რომელიც მანამდე ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი იყო.
ლაშა თაბაგარი