საფრანგეთი ევროპის რეკორდსმენია, მბაპეს 300 გოლი

0
18

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ფეხბურთის ისტორიაში პირველია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ერთ მატჩში 14 გოლი გაიტანა. დიდი დეშამის გაწვრთნილმა გუნდმა შინ 14:0 დაამარცხა გიბრალტარი, რომელიც მე-18 წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა. მანამდე, ევროშესარჩევში რეკორდი გერმანიას ეკუთვნოდა, რომელიც 2006 წელს სან-მარინო 13:0 გაანადგურა.
ასევე, საფრანგეთი უეფას წარმომადგენელი მეორე ნაკრებია, რომელიც მეტოქის კარი 14-ჯერ აიღო – 1967 წელს დანიამ ამხანაგურ შეხვედრაში ისლანდიას 14:2 აჯობა.
განვლილ შეხვედრაში კილიან მბაპემ ჰეთ-თრიქი შეასრულა და 24 წლის ფეხბურთელმა თავის კარიერაში მეტოქეთა კარი 300-ჯერ აიღო. მან „მონაკოს“ და პსჟ-ს მაისურით 254 გოლი მიითვალა, ხოლო ეროვნულ გუნდში – 46.
ცნობისთვის, 24 წლის ასაკში ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს 300 გოლი არ ჰქონდა.
გიბრალტართან შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებში დებიუტი 17 წლის და 255 დღის უორენ ზაირ-ემერის ჰქონდა, რომელმაც გოლი გაიტანა. “სამფეროვანთ” რიგებში მასზე ახალგაზრდა მხოლოდ მორის გასტიჟე იყო, რომელმაც სადებიუტო თამაშში თავი გამოიჩინა – 17 წლის და 156 დღის ასაკში 2014 წელს შვეიცარიის კარი აიღო.
ლაშა თაბაგარი