კვიპროსის ჩემპიონატის მე-11 ტურში აპოელმა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი ფეხბურთელი გამოდის ლიმასოლის აელ-ი მიიღო და 1;0 დაამარცხა. მასპინძლებში ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ ითამაშა, რომელმაც გუნდს 59ე წუთამდე უკაპიტნა, ხოლო მცველი ლაშა დვალი ტრავმირებულია. აპოელი 26 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-13 ტურში „კარლსრუე“ გასვლაზე ბერლინის „ჰერთას“ შეხვდა და ქულა აიღო – 2:2. საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე სტუმართა სასტარტოში არ იყო და თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო. „კარლსრუე“ 13 ქულით 18 გუნდში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი




