„ჰათაისფორმა“, რომელშიც გიორგი აბურჯანია გამოდის თურქეთის სუპერლიგის მე-12 ტურში სენსაცია გამოაცხო და მოქმედი ჩემპიონი „გალათასარაი“ დაამარცხა, რომელიც ამჟამად სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი სასტარტოში არ იყო და თამაშში 88-ე წუთზე ჩაერთო. მან მოედანზე შესვლიდან ერთ წუთში დროის გაყვანისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.
„ჰათაისფორიდან“ ანგარიში მე-14 წუთზე რივასმა გახსნა, ხოლო 28-ე წუთზე ზაჰამ საპასუხო ბურთი გაიტანა. 55-ე წუთზე მასპინძლებიდან მეტოქის კარილამკელ ზემ აიღო და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. „ჰათაისფორი“ 17 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მერვეა.
„ალ ახდუდმა“, რომელშიც სოლომონ კვერკველია გამოდის საუდის არაბეთის ჩემპიონატში წარუმატებელი სერია შეწყვიტა. საქაართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
მასპინძლებიდან მე-20 წუთზე ანგარიში ტავანტრამ გახსნა, რომელმაც მსაჯის მიერ ძირიტადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე დუბლი შეასრულა. სტუმრებიდან ერთი ბურთი 87-ე წუთზე ტოზემ გაქვითა,
„ალ ახდუდმა“ ზედიზედ 4 მატჩის წაგების მერე, მიმდინარე სეზონში მესამე თამაში მოიგო და 10 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
თურქეთის სუპერლიგის მე-12 ტურში „ჰათ
ლაშა თაბაგარი





