მიქელთაძემ „გვანჯოუს“ ქულა ააღებინა

0
84

ბექა მიქელთაძემ „გვანჯოუს“ შემადგენლობაში სამხრეთ კორეის ჩემპიონატში თავისი მეორე გოლი გაიტანა. 36-ე ტურში „გვანჯოუ“ სტუმრად „ტეგუს“ შეხვდა და ქულა ქართველი ფორვარდის წყალობით აიღო.
მიქელთაძემ ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა, როდესაც საჯარიმოს გარედან მოჭრილი დარტყმით მეკრისგან მარცხენა კუთხეში გაიტანა. მასპინძლებმა მეტოქის კარი 41-ე წუთზე აიღეს.
„გვანჯოუ“ ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე 58 ქულით მესამე ადგილზეა და აზიის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი აქვს. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონი ზედიზედ მეორედ ვაკო ყაზაიშვილის „ულსანი“ გახდა.
ლაშა თაბაგარი