თომა ტაბატაძემ ტრავმა მოირჩინა და “ნავბახორის” შემადგენლობაში დაბრუნებულმა პირველივე მატჩში გოლი გაიტანა. უზბეკეთის სუპერლიგის 24-ე ტურში “ნავბახორმა” “ბუნიოდკორს” უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
ტაბატაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა, როდესაც თანაგუნდელის კარგი პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა ზუსტად დაარტყა. მან ნამანგანურ გუნდში გადასვლის მერე, უზბეკეთის ჩემპიონატში მეორედ გაიტანა, ასევე ერთი გოლი აზიის ჩემპიონთა ლიგაში მიითვალა. მან მიმდინარე სეზონში ფერგანის “ნეფთჩიში” დაიწყო, სადაც 13 შეხვედრაში თავი 6-ჯერ გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი





