„უოტფორდმა“ „როტერჰემს“ გადაურბინა – ჩაკვეტაძემ შეცვლაზე ითამაშა

0
54

„უოტფორდმა“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით ყველაზე უხვგოლიანი გამარჯვება მიითვალა. ჩემპიონშიფის მე-16 ტურსი უოტფორდელებმა „როტერჰემი“ მიიღო და 5:0 გაანადგურა. საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო. თუმცა, გოლი ან საგოლე პასი თავის ანაგრიშზე არ ჩაუწერია.
მასპინძლებმა პირველი ტაიმში მეტოქის კარი 2-ჯერ აიღეს, ხოლო შესვენების შემდეგ კიდევ 3 გოლი გაიტანეს. „უოტფორდმა“ ბოლო 7 მატჩიდან 4 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა – 21 ქულით 24-გუნდიან ჩემპიონშიფში მე-13 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი