„ლევანტე“, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილი გამოდის, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-15 ტურში სტუმრად გათამაშების ლიდერ „ლეგანესს“ დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, საბოლოოდ შინ უქულოდ დაბრუნდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს. სტუმრები მე-14 წუთზე პაბლო მარტინესმა დააწინაურა, ხოლო მასპინძლებიდან ანგარიში 56-ე წუთზე მიგელ დე ლა ფუენტემ გაიტანა. 66-ე წუთზე თავი დანი რაბამ გამოიჩინა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
„ლევანტეს“ ჩემპიონატში ზედიზედ 4 თამაში არ მოუგია (2 ფრე და 2 მარცხი) და 34 ქულით 22-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





