კაკაბაძის საშინაო მარცხი

0
18

„კრაკოვია“, რომლის ღირსებას ოთარ კაკაბაძე იცავს, პოლონეთის ექსტრაკლასას მე-15 ტურში თავის მოედანზე სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე მყოფ „შლიონსკისთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრებმა ერთადერთი გოლი მე-15 წუთზე გაიტანეს. მართალია, „შლიონსლს“ 52-ე წუთზე კაცი გაუგდეს, მაგრამ კრაკოველებმა ანგარიში მაინც ვერ გაათანაბრეს.
„კრაკოვია“ 15 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი