გიორგი გველესიანმა მიმდინარე სეზონში „პერსსეპოლისის“ შემადგენლობაში თავისი მეორე გოლი გაიტანა.
ირანის ჩემპიონატის მე-9 ტურში „პერსეპოლისმა“ „სანატ ნაფტს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2. ქართველმა მცველმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 75-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, პენალტი ზუსტად შეასრულა, თუმცა, მასპინძლებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე გოლი გაუშვეს. არადა, „სანატ ნაფტი“ ფეხბურთელის გაძევების გამო პირველი ტაიმის მიწურულიდან კაცნაკლული თამაშობდა.
მოქმედი ჩემპიონი „პერსეპოლისი“ 18 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





