გრაცის „შტურმი“ ავსტრიის თასის 1/8-ფინალში გავიდა, მაგრამ ამჯერად ოთარ კიტეიშვილი თანაგუნდელებს ვერ დაეხმარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სტუმრად ქვედალიგელ „გრაცერთან“ 3:2 მოგებული შეხვედრა მცირე ტრავმის მიზეზით გამოტოვა.
სხვათა შორის, „შტურმი“ 38-ე წუთისთვის 1:2 აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძლების ფეხბურთელის ავტოგოლის შემდეგ აბგარიში გათანაბრდა, ხოლო ძირითადი დროის ამოწურვამდე 6 წუთით ადრე სტუმრებმა გამარჯვების ბურთი გაიტანს. „გრაცერის“ განაცხადში ქართველი ფორვარდი ლევან ელოშვილი იყო, რომელიც არ ათამაშეს.
ესპანეთის თასის 1/64-ფინალში „ვალენსიამ“ გასვლაზე ქვედალიგელ „ლოგრონიესს“ 2:0 სძლია და გამარჯვებულთა მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ ამჯერად საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაასვენა.
ლაშა თაბაგარი





