ამსტერდამის „აიაქსში“ მიმდინარე სეზონში რანგით მესამე ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნით გიორგი მიქაუტაძისთვის არაფერი შეცვლილა. ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-3 ტურის გამოტოვებულ მატჩში აუტსაიდერმა „აიაქსმა“ შინ უშუალო კონკურენტ „ვოლენდამს“ 2:0 აჯობა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ისევ არ ათამაშეს.
მიქაუტაძე განაცხადში იყო, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ახალმა თავკაცმა ვან სხიპმა 4 ფეხბურთელი შეცვალა, ქართველისთვის მოედანზე ადგილი არ მოიძებნა.
„აიაქსმა“ ზედიზედ 5 შეხვედრის წაგების შემდეგ, მიმდინარე სეზონში მეორედ გაიმარჯვა და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





