ქვილითაიას გამარჯვების გოლი

0
22

გიორგი ქვილითაიამ მიმდინარე სეზონში კვიპროსის უმაღლეს დივზიონში თავისი მეორე გოლი გაიტამა.
მე-9 ტურში აპოელი სტუმრად “კარმიოტისას” შეხვდა და მინიმალური სხვაობით აჯიბა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა. მოდენიდან შესვლიდან სამ წუთში მარცხენა ფლანგიდან თანაგუნდელის  მეტოქის საჯარიმოში გახსნილმა ქვილითაიამ როგორც მცველს. ასევე მეკარეს დაასწრო და ვარდნაში თავით ბურთი კარში გადაგზავნა. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-9 წუთზე გაიტანეს. მატჩის მსვლელობისას ქვილითაიას მცირე კამათი მასპინძელთა ერთ-ერთ ფეხბურთელთა მოუვიდა და საბოლოოდ მხარეები თანაგუნდელებმა დააშოშმინეს.
საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი ლაშა დვალი სტუმართა განაცხადში არ იყო.
აპოელი 20 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი