ბერიძის მეორე და ეფექტური გოლი თურქეთში

0
19

გიორგი ბერიძემ „ქოჯაელისფორში“ გადასვლის შემდეგ, თურქეთის რანგით მეორე ლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა.
მე-10 ტურში „ქოჯაელმა“ „გენჩლერბირლიგი“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ 77-ე წუთისთვის 2:0 იგებდა, საბოლოოდ მხოლოდ ქულა აიღო, ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო, რის შემდეგ, მარცხნიდან საჯარიმოში შეჭრილმა ბურთი შორეულ კუთხეში ზუსტად „მოჭრა“. გოლი მართლაც ეფექტური გამოვიდა. ის 65-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრებმა ანგარიში მე-80 წუთზე შემცირეს, ხოლო 10 წუთში მასპინძლების კარი მეორედ აიღეს.
„ქოჯაელს“ 20 ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი