ზივზივაძის და მიქელთაძის მარცხი

0
46

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-11 ტურში „კარლსრუე“, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის „ზანკტ პაულს“ ეწვია და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში ისევ არ იყო და თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო.
სტუმრები 43-ე წუთზე მატანოვიჩმა დააწინაურა, ხოლო მე-80 წუთზე ეგეშტაინმა ანგარიში გაათანაბრა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ტრეუმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„კარლსრუეს“ 12 ქულა აქვს და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 35-ე ტურში „გვანჯოუმ“, სადაც ბექა მიქელთაძე ირიცხება შინ „ინჩხონთან“ 0:2 წააგო. ქართველი ფორვარდი თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო, როცა ანგარიში 0:0 იყო და „ინჩხონმა“ ორი ბურთი დარჩენილ დროში გაიტანა.
„გვანჯოუ“ ზედა ექვსეულში 57 ქულით მე-3 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი