გელაშვილი „სპეციას“ სასტარტოში დაბრუნდა

0
48

ივა გელაშვილმა „სპეციაში“ გადასვლის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში მეორე მატჩი ჩაატარა.
იტალიის სერია B-ს მე-11 ტურში „სპეციამ“ „კოზენცას“ უმასპინძლა და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა სრული მატჩი ჩაატარა და 90-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მან „სპეციაში“ მეორედ ითამაშა – დებიუტი „კომოსთან“ ჰქონდა, სადაც სახის ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
„სპეცია“ 7 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი