საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გიორგი შერმადინი ორჯერ დაასახელეს ესპანეთის ლიგა ენდესას სეზონის საუკეთესო კალათბურთელად, ამჯერად კი ჩვენმა თანამემამულემ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა ეს მადრიდის “რეალთან” მატჩის მსვლელობისას მოხდა: გიორგი შერმადინს ესპანეთის ჩემპიონატში 733 რეალიზებული ორქულიანი მოუგროვდა და ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მანამდე საუკეთესო შედეგი გერმან გლეზს ჰქონდა – 731.
თავად შეხვედრა “ტენერიფესთვის”წარუმატებელი გამოდგა – კუნძულელები საშინაო მატჩში “სამეფო კლუბთან” 76:82 დამარცხდნენ. 18 ქულით „ტენერიფეს“ ბომბარდირი ჰაიმე ფერნანდესი გახდა, „რეალს“ კი კაბოვერდელი ედი ტავარეში გაუძღვა – 14 ქულა, 8 მოხსნა. გიორგი შერმადინის სტატისტიკა ასეთი იყო: 14 წუთი, 4 ქულა, ერთი მოხსნა.
კანარელებს უახლოესი მატჩი 24 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ელით – სტამბოლში თურქულ „დარუშაფაკას“ ესტუმრებიან.




