თორნიკე შენგელია – მცირედი სამმაგ დუბლამდე…

0
17

საქართველოს ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას ბოლონიის “ვირტუსმა” იტალიის სერია A-ში მორიგი შეხვედრა გამართა. ლუკა ბანკის გაწვრთნილმა გუნდმა  მე-4 ტურში შინ “სასარის” 80:66 სძლია.
თორნიკე შენგელიას მცირედი დააკლდა სამმაგ დუბლამდე. მან 30 წუთში 10 ქულა, 12 მოხსნა და 9 პასი მოაგროვა.
ეს იყო ბოლონიური კლუბის მეოთხე მატჩი და მეოთხე გამარჯვება მიმდინარე სეზონში. შენგელიას მომდევნო მატჩი 27 ოქტომბერს ევროლიგაზე ფრანგული „ლიონის“ წინააღმდეგ ელის.