„დინამომ“ საქმე „დილას“ 25 წუთში დაუმთავრა

0
54

კრისტალბეთ ეროვნული ლიგი 28-ე ტური დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე დასრულდა, სადაც თბილისის „დინამომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და სამი ქულა აიღო.
შეხვედრის მე-11 წუთზე ანგარიში გიორგი ხარაიშვილმა გახსნა, რომელსაც საჯარიმოში პასი მარჯვენა ფლანგიდან გიორგი მაისურაძემ გაუკეთა, ხოლო „დინამოს“ ნახევარმცველმა ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა და მეორე ზუსტად დაარტყა – 1:0.
მე-18 წუთზე ბრაზილიელმა ვანდერსონმა უკან პასი უკრაინელ მეკარე კუჩერენკოს გაუკეთა, რომელმაც ბურთი ხელებში დაიჭირა და თამაშის წესი დაარღვია – მთავარმა მსაჯმა თავისუფალი დარტყა დანიშნა. მეკარეს საჯარიმოსი კიდეზე სტანდარტული გიორგი ხარაიშვილმა და ანზორ მექვაბიშვილმა გაითამაშეს, ამ უკანასკნელმა კი ანგარიშში სხვაობა ორ გოლამდე გაზარდა – 2:0.
24-ე ტურში ოსეი ბარნსმა დროული პასით მარცხენა ფლანგზე გახსნილი უსმანე კამარა მოძებნა, რომელიც მეტოქის საჯარიმოში შევიდა, ერთ მცველს გაცდა და შორეულ „ცხრიანში“ გაიტანა – 3:0.
71-ე წუთზე გორელთა შეტევის დროს რევაზ ჩიტეიშვილის გადაცემის შემდეგ გუნდის კაპიტანმა ნიკა გაგნიძემ საჯარიმოს გარედან ერთი შეხებით დაარტყა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა – 3:1.
ესპანელი ანდრეს კარასკოს თავკაცობით „დინამომ“ 55 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზეა. ირაკლი მოდებაძის ხელმძღვანელობით „დილას“ 44 ქულა აქვს და მეოთხეა.

დინამო თბ 3:1 დილა 

ლაშა თაბაგარი