„ულსანმა“, რომელშიც ვაკო ყაზაიშვილი გამოდის, აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩი ჩაატარა და ამჯერად წააგო.
სამხრეთ კორეული გუნდი იაპონიაში „კავასაკის“ ესტუმრა და მატჩის ბედი ბოლო წუთებში გადაწყდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და არ შეუცვლიათ. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე გაიტანეს და თავი ტაჩიბანადამ გამოიჩინა.
„ულსანს“ 3 ქულა აქვს და I ჯგუფში მე-3 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





