კვარაცხელია: „ოქროს ბურთს“ მესი მოიგებს“

0
77

ხვიჩა კვარაცხელიას მიაჩნია, რომ 2023 წელს „ოქროს ბურთს“ არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი მოიგებს.
„ვფიქრობ, „ოქროს ბურთს“ ლიონელი მესი მოიგებს“ – იუწყება კვარაცხელიას ნათქვამს ესპანური გამოცემა AS.
შეგახსენებთ, რომ თავად კვარაცხელია France Football-მა „ოქროს ბურთის“ 30 პრეტენდენტს შორის დაასახელა. „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონია 30 ოქტომბერს პარიზსი გაიმართება.
დღეს „ნაპოლი“, რომელშიც კვარაცხელია გამოდის, ჩემპიონთა ლიგი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მადრიდის „რეალთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი