“საბურთალოს” უჩა სოსიაშვილი გაწვრთნის

0
103

თბილისის “საბურთალოს” უჩა სოსიაშვილი გაწვრთნის. მან გასულ კვირაში გუნდიდან დათხოვნილი ომარ თეთრაძე შეცვალა. მიმდინარე სეზონი სოსიაშვილმა ქობულეთის “შუქურას” თავკაცის რანგში დაიწყო, რომლიდან ივნისში გაუშვეს. ამის შემდეგ, ის “საბურთალო 2”-ს წვრთნიდა.
34 წლის სოსიაშვილი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ასევე „სამტრედიას“, თბილისის „დინამო 2“-ს, გორის „დილას“, „რუსთავს“, „სამგურალს“ და ბოლნისის „სიონს“ ავარჯიშებდა.
მან „დილას“ 2015 წელს არსებობის ისტორიაში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად საქართველოს უმაღლესი ლიგა მოაგებინა. სოსიაშვილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელმაც გუნდი გააჩემპიონა – ამ წარმატებას 26 წლის ასაკში მიაღწია.
ლაშა თაბაგარი