19-წლამდელების ფრე ლატვიასთან

0
8

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ზურა ხიზანიშვილი ავარჯიშებს ლატვიელ თანატოლებთან პირველი ამხანაგური შეხვედრა 2:2 დაასრულა.
დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე გამართული მატჩის მე-9 წუთზე სანდრო მიქაუტაძის გადაცემით ანგარიში მათე შათირიშვილმა გახსნა. 21-ე წუთზე ჩვენი გუნდიდან პენალტი ნიკოლოზ-ბარიხაშვილმა გამოიყენა.
25-ე წუთზე ერთი ბურთი მიკელის მენიკსმა გაქვითა, ხოლო 73-ე წუთზე ლუკა კუპრავამ ავტოგოლი მიითვალა.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მეორე ამხანაგურ იმავე არენაზე 5 ოქტომბერს ჩაატარებს.
ხიზანიშვილის გაწვრთნილი გუნდი ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის ემზადება. შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდში, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები B ლიგაში განაგრძობს ასპარეზობას, სადაც ჩვენი გუნდი – ბოსნია და ჰერცეგოვინას, დანიას და სან მარინოს დაუპირისპირდება.
 საქართველო 2-2 ლატვია 
შესარჩევი – B ლიგა | მე-2 ჯგუფი
11 ნოემბერი – დანია V საქართველო | ენციო კონტი, დოგანა – სან მარინო
14 ნოემბერი – ბოსნია-ჰერცეგოვინა V საქართველო | ენციო კონტი, დოგანა – სან მარინო
17 ნოემბერი – სან მარინო V საქართველო | ენციო კონტი, დოგანა – სან მარინო

ლაშა თაბაგარი