ხვიჩა კვარაცხელია: „დავბრუნდი, ბედნიერი და კმაყოფილი ვარ“

0
68

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ში შინ „უდინეზესთან“ მოგებული მატჩის მერე, რომელშიც გოლი გაიტანა, განაცხადა, რომ დაბრუნდა.
მანამდე, საქართველოს ეროვნული გუნდის 22 წლის გარემარბმა როგორც ნეაპოლელთა, ასევე საქართველოს ნაკრების მაისურით ბოლო გოლი 19 მარტს მიითვალა, როდესაც იტალიის ჩემპიონატში „ტორინოს“ (4:0) კარი აიღო.
„რა თქმა უნდა, ეს გრძნობა მენატრებოდა. ნებისმიერი ფეხბურთელი დაიწყებს ნერვიულობას, როდესაც ნახევარი წლის განმავლობაში გოლს ვერ გაიტანს, მაგრამ დავბრუნდი, ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. ჩვენ კარგად გვესმის, რომ მოგება უნდა გავაგრძელოთ. „უდინეზესთან“ შეხვედრაში ბურთს ვაკონტროლებდთ და ვფიქრობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით“ – განაცხადა კვარაცხელიამ DAZN-თან საუბარში.
ლაშა თაბაგარი