‘’მარსელის’ გაწვრთნა გატუზოს ანდეს

0
24

„მარსელის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ჯენარო გატუზო დანიშნეს. იტალიელმა სპეციალისტმა ესპანელი მარსელონო ტორალი შეცვალა, რომელიც 20 სექტემბერს დაითხოვეს.
გატუზომ ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე გააფორმა. იტალიის ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველი გასულ სეზონში 2022 წლის ივლისიდან 2023 წლის იანვრამდე ესპანეეთის „ვალენსიაში“ მუშაობდა, საიდანაც დაითხოვეს.
ის საფეხბურთო კარიერის დასრულების მერე, „ვალენსიაში“ დანიშვნამდე „მილანში“, „ნაპოლიში“, შვეიცარიის „სიონში“, „პალერმოში“ და „პიზაში“ უმუშავია, ხოლო ბერძნულ კრეტას ოფი-ში გიორგი ლორიას და გიორგი მერებაშვილის მწვრთნელი იყო.
სამწვრთნელო ასპარეზზე გატუზოს ყველაზე დიდი მიღწევა „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის თასის მოგებაა.
ლაშა თაბაგარი