საზონოვის დებიუტი სერია A-ში შედგა

0
64

საბა საზონოვმა „ტორინოში“ გადასვლის შემდეგ იტალიის სერია A-ში პირველი მატჩი ჩაატარა.
მე-6 ტურში ტურინელები გასვლაზე რომის „ლაციოს“ შეხვდნენ და ორი უპასუხო ბურთი გაუშვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 27-ე წუთზე ტრავმირებული ბუონჯორნოს ნაცვლად ჩაერთო.
მასპინძლებიდან ანგარიში 56-ე წუთზე ვესინომ გახსნა, ხოლო ძაკანიმ „ტორინოს“ კარი 75-ე წუთზე აიღო.
„ტორინო“ 8 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი