ლოჩოშვილის მეორე მოგება სეზონში

0
61

„კრემონეზემ“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, მიმდინარე სეზონში იტალიის სერია B-ში მეორე მატჩი მოიგო.
მთავარ მწვრთნელად ჯოვანი სტროპას დანიშვნის შემდეგ, გუნდმა მეორე მატჩში ჩაატარა და გასვლაზე „კოზენცას“ მინიმალური სხვაობით აჯობა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და პირველ წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
მატჩის 61-ე წუთზე ანგარიში კოლკოლომ გახსნა, ხოლო ორი წუთში საპასუხო ბურთო მაზოჩიმ გაიტანა. 79-ე წუთზე მასპინძლების კარი კოდამ აიღო და საბოლოოდ თავის გუნდს სამი ქულა მოაპოვებინა.
„კრემონეზე“ 10 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მერვე პოზიციაზეა.
„კრემონეზე“ 7 ტურის შემდეგ 10 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მერვე პოზიციაზეა.
„სპეციამ“ „ბრეშა“ მიიღო და გუნდებმ ქულები გაიყვეს – 0:0. მცველი ივა გელაშვილი მასპინძლების თადარიგში იყო და არ უთამაშია. „სპეცია“ 2 ქულით მე-19 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი