ელოშვილის პირველი გოლი ავსტრიაში

0
58

ლევან ელოშვილმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის მეორე ბუნდესლიგის „გრაცერის“ შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა.
ავსტრიის თასის 1/16-ფინალში „გრაცერი“ შინ „შტრიპფინგს“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა. ტრავმის მორჩენი შემდეგ სასტარტოში დაბრუნებულმა ქართველმა ფორვარდმა მე-12 წუთზე ანგარიში გახსნა., ხოლო ერთ წუთში ყვითელი ბარათი მიიღო. მან შეუცვლელად ითამაშა.
თასის 1/8-ფინალში გავიდა ასევე „ვოლფსბერგერი“, რომელშიც ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი გამოდის. მისმა გუნდმა სტუმრად „რიდი“ 2:1 დაამარცხა, ხოლო სასტარტოში მყოფი ქართველი ნახევარმცველი 59-ე წუთზე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი