დავითაშვილი შეცვლაზე – „ბორდოს“ ქულა სტუმრად

0
50

საფრანგეთის ლიგა 2-ში ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, მე-8 ტურში „ბორდომ“ მხოლოდ ქულა აიღო.
ზურიკო დავითაშილის გუნდი „გენგამს“ ეწვია და დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და თამაშში 59- წუთზე ჩაერთო.
„ბორდომს“, რომელსაც გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასასვლელად ცოტა დააკლდა, ძალიან ცუდი სტარტი აქვს და 10 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი