ევროპის უეფას სუპერთასის მატჩი 2024 წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 14 აგვისტოს ჩატარდება. ეს გადაწყვეტილება დღეს კვიპროსშო გამართულ უეფას აღმასკომზე მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ წელს უეფას სუპერთასს არსებობის ისტორიაში პირველად „მანჩესტერ სიტი“ დაეუფლა. გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა მანჩესტერელებმა ევროპა ლიგის ტრიუმფატორი „სევილია“ პენალტების სერიაში 5:4 დაამარცხეს. მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.
უეფას სუპერთასი ყველაზე მეტჯერ 5-ჯერ სამმა კლუბმა მოიგო – „რეალმა“, „ბარსელონამ“ და „მილანმა“.





