„აიაქსი“ –„ფეინოორდი“ შეწყდა – მიქაუტაძე სათადარიგო იყო

0
35

ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-6 ტურის ცენტრალური შეხვედრა ამსტერდამის „აიაქსსა“ და როტერდამის „ ფეინოორდს“ შორის შეწყდა. ამის მიზეზი ისაა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ამსტერდამელები 0:3 აგებდნენ და „იოჰან კრუიფ არენაზე“ შეკრებილმა უკმაყოფილო გულშემატკივრებმა მოედანაზე ფოიერვერკები ისრროლეს.
„ფეინოორდიდან“ ანგარიში მე-9 წუთზე ხიმენესმა გახსნა, რომელმაც მე-18 წუთზე დუბლი შეასრულა. 38-ე წუთზე „აიაქსის“ კარი იგორ პაიშაუმ აიღო და სტუმრები შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით გავიდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე „აიაქსის“ სასტარტო შემადგენლობაში ვერც ამჯერად მოხვდა და სათადარიგო იყო. დიდი ალბათობით ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირი „აიაქსს“ 0:3 ტექნიკურ წაგებას ჩაუთვლის.
ლაშა თაბაგარი