„ნაპოლიმ“ იტალიის სერია A-ში ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი მე-5 ტურში სტუმრად „ბოლონიას“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს. მაგრამ წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად მთავარი მწვრთნელის რუდი გარსიას გადააწყვეტილება არ გაუპროტესტებია.
„ნაპოლის“ სამი ქულის აღება შეეძლო, როდესაც 72-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შესული კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ კალაფიორი ხელით ითამაშა და მსაჯმა ოენალტი დანიშნა, რომელიც ოსიმენმა ვერ გამოიყენა – ბურთი კარს ააცილა.
იტალიის მოქემდ ჩემპიონ ნეაპოლელებს 8 ქულა აქვთ და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზე არიან. თუ გარსიას შეგირდებმა თამაში არ გამოასწორეს, მიმდინარე სეზონში ოთხეულში მოხვედრა გაუჭირდებათ.
ლაშა თაბაგარი





