ლობჟანიძის კიდევ ერთი საგოლა პასი MLS-ში

0
48

საბა ლონჟანიძემ MLS-ში კიდევ ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. “ატლანტა იუნაიტედმა”, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გამოდის “მონრეალი” მიიღო და 4:1 დაამარცხა. ამჯერად, ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 30-ეწუთზე საგოლე პასი ქსნდე სილვას გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა. ლობჟანიძის ანგარიშზე MLS-ში სამი გატანილი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა. ის 71-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც “ატლანტა იუნაიტედი” 3:1 იგებდა.
ატლანტელებს 49 ქულა აქვთ და 15-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა არიან.
ლაშა თაბაგარი