თურქეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ვინჩენცო მონტელა გაწვრთნის, რის შესახებ ნახსენები ქვეყნის ფეხბურთის ფედრაცია იუწყება.
49 წლის იტალიელმა კონტრაქტი 2026 წლის 31 ივლისამდე გააფორმა. მან გემანელი შტეფან კუნცი შეცვალა.
2021-2023 წლებში მონტელა „ადანა დემირსფორს“ წვრთნიდა, რომელიც გასულ სეზონში თურქეთის სუპერლიგაში მე-4 ადგილზე გაიყვანა.
იტალიის ეროვნული გუნდის ყოფილი ფორვარდი „ადანამდე“ სამშობლოში „კატანიას“, „ფიორენტინას“, „სამპდორიას“, „მილანს“ და „სევილიას“,ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი




