კიტეიშვილმა ევროპა ლიგა წაგებით დაიწყო

0
48

გრაცის „შტურმმა“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კიტეიშვილია, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპი წაგებით დაიწყო. ავსტრიელებმა D ჯგუფის პირველ შეხვედრაში ლისაბონის „სპორტინგს“ უმასპინძლეს და უქულოდ დარჩნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ტრადიციულად სასტარტო შემსდგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩში ანგარიში 58-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც „შტურმის“ კონტრშეტევის დროს კიტეიშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და ბურთი გვედით ძელს მოხვდა, ხოლო ბოვინგმა ზუსტად დაამატა. 75-ე წუთზე საპასუხო ბურთი გიოკერესმა გაიტანა, 84-ე წუთზე კი კოატესმა გრაცელთა კარი მეორედ აიღო და პორტუგალიელები შინ 3 ქულით დაბრუნდნენ.
„შტურმი“ მომდევნო თამაშს ევროპა ლიგაში 5 ოქტომბერს სტუმრად პოლონეთის „რაკუვთან“ ჩაატარებს, რომელიც პირველ ტურში ბერგამოში ადგილობრივ „ატალანტასთან“ 0:2 დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი