საბა ლობჟანიძემ „ატლანტა იუნაიტედის“ შემადგენლობაში MLS-ში თავისი მესამე გოლი გაიტანა.
ატლანტელები სტუმრად „დი სი იუნაიეტდს“ შეხვდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
ლობჟანიძემ ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში გახსნილმა პარტნიორის პასი მიიღო და ერთი შეხებით ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარში გადაგზავნა. ის 68-ე წუთზე შეცვალეს. ლობჟანიძის ანგარიშზე „ატლანტა იუნაიტედის“ რიგებში 3 გოლის გარდა ამდენივე საგოლე პასია. მასპინძლებმა ანგარიში მე-80 წუთზე გაათანაბრეს.
„ატლანტა იუნაიტედი“ 46 ქულით 15-გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





