„ბარსელონამ“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ იჯარით პორტუგალიელი შემტევი ნახევარმცველი ჟოაო ფელიქსი აიყვანა. ის კატალონიურ კლუბში მომავალი წლის 30 ივნისამდე დარჩება. კლუბებს შორის დადებული გარიგების თანახმად იჯარის ვადის ამოწურვის მერე ფელიქსის კონტრაქტის გამოსყიდვა არ იგეგმება. 23 წლის პორტუგალიელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი ლონდონის „ჩელსიში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში ინგლისის პრემიერლიგაში 16-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.
ასევე „ბარსელონამ“ ერთი წლით „მანჩესტერ სიტისგან“ პორტუგალიელი მცველი ჟოაო კანსელუ ინათხოვრა. ამ უკანასკნელმა წინა სეზონის მეორე ნახევარი „ბაიერნში“ ითამაშა, რომლის ღირსება ბუნდესლიგაში 15-ჯერ დაიცვა და ერთი გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





