„ვესტ ჰემმა“ საჯარიმო დარტყმების დიდოსტატი დაიმატა

0
73

ლონდონის „ვესტ ჰემმა“ „საუთჰემპტონის“ აწ უკვე ყოფილი კაპიტანი ჯეიმს ვორდ-პრაუსი შეიძინა.
28 წლის ნახევარმცველმა კონფერენს ლიგის გასული სეზონის გამარჯვებულთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მის სანაცვლოდ ლონდონელებმა 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს.
ვორდ-პრაუსი პრემიერლიგის მოქმედ ფეხბურთელებს შორის საჯარიმო დარტყმებიდან გატანილი გოლების რაოდენობით საუკეთესოა – 17. ის მხოლოდ ლეგენდარულ დევიდ ბექჰემს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე სტანდარტულებიდან 18 გოლია.