რობერტო მანჩინი საუდის არაბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ეპატიჟებიან და ზღაპრულ ანაზღაურებას სთავაზობენ.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მანჩინის 3-წლიან კონტრაქტსა და წელიწადში ხელფასის სახით 40 მილიონ ევროს სთავაზობენ. მოსალოდნელია, რომ გარიგება ორი დღის განმავლობაში შედგება. საუდელებმა იტალიელს მას მერე მიმართეს, რაც პორტუგალიელი ჟოზე მოურინიოსგან უარი მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ მანჩინიმ იტალიის ეროვნული გუნდის თავკაცის პოსტი გასულ უქმეებზე დატოვა. 58 წლის სპეციალისტი „სკუადრა აძურას“ 2018 წლიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით იტალიელებმა ევრო 2020 მოიგეს – ფინალში ინგლისის აჯობეს (ძირითადი დრო 1:1, 3:2 პენ.). თუმცა, შემდეგ მანჩინის შეგირდები მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდნენ.




