ჰარი კეინის დებიუტი „ბაიერნში“ უიღბლო აღმოჩნდა. მიუნხენელებმა ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტნის სანაცვლოდ ლონდონის „ტოტენჰემს“ 100 მილიონი ევრო გადაუხდეს, ხოლო კიდევ 10 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული. კეინმა კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა და წელიწადში ხელფასად 25 მილიონ ევროს მიიღებს. ის ახალ კლუბში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მან „ტოტენჰემის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 435 მატჩში 280 გოლი გაიტანა და საკლუბო რეკორდი დაამყარა.
ინგლისელი ფორვარდის დებიუტი ახალ გუნდში გერმანიის სუპერთასზე შედგა და „ბაიერნი“ „ლაიფციგთან“ 0:3 დამარცხდა. ლაიფციგელებიდან სამივე გოლი ესპანეთის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა დანი ოლმომ გაიტანა – მე-3, 44-ე და 68-ე წუთზე. კეინი სათადარიგო იყო და თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო. მან კარიერაში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა.
„ლაიფციგმა“ არსებობის ისტორიაში გერმანიის სუპერთასი პირველად მოიგო, ხოლო „ბაიერნმა“ ბოლო ოთხი სეზონის მანძილზე ეს ტიტული პირველად დათმო.
თომას ტუხელი 1992 წლის შემდეგ „ბაიერნის“ პირველი მწვრთნელია, რომელმაც საწყისი 13 თამაშიდან 5 წააგო. მაშინ, იმავე შედეგი დანიელმა სორელ ლერბიუმ აჩვენა.
კეინს რაც შეეხება, ის კარეირაში საკლუბო და სანაკრებო დონეზე ჩატარებულ ხუთივე ფინალში დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი



