„სლოვანში“ მხოლოდ კანკავამ ითამაშა, ბერიძემ სეზონი მარცხით დაიწყო

0
22

საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტან გურამ კაშიას სლოავაკეთის ჩემპიონატში „სლოვანის“ მიერ ჩატარებულ ბოლო მატჩში არ უთამაშია.
მე-3 ტურში ბრატისლაველები სტუმრად „სკალიცას“ შეხვდნენ და 2:1 გაიმარჯვეს. ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ ჩვენი ნაკრების ექსკაპიტანმა კანკავამ ითამაშა, რომელიც მოედანზე მე-80 წუთზე შევიდა. კაშია განაცხადში არ იყო, რაც იშვიათი შემთხვევაა. მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 5 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მეხუთეა.
თურქეთის სუპერლიგის პირველ ტურში „ანკარაგუჯუ“ გასვლაზე „ქასიმფაშასთან“ 2:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ბერიძემ სტუმართა შემადგენლობაში სასტარტოში ითამაშა და შესვენებაზე შეცვალეს.