ელგუჯა ლობჯანიძემ ჩინეთის რანგით მეორე ლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა.
„ჰეილონძიანი“, რომელშიც ქართველი თავდამსხმელი გამოდის მე-18 ტურში შინ „ჯინანს“ შეხვდა და გუნდემა ქულები გაიყვეს – 2:2.
ლობჯანიძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა, როდესაც მისი გუნდი 0:2 აგებდა. ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე მასპინძლებმა კუთხური ჩააწოდეს და ქართველმა ფეხბურთელმა თავით ანგარიში გაათანაბრა. მან მიმდინარე სეზონში „ჰეილონძიანში“ 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
“ჰეილონძიანი” 28 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
„უოტფორმა“, რომელსაც გიორგი ჩაკვეტაძე მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა სახლში ზედიზედ მეორე თამაში ვერ მოიგო. მეორე ტურში უოტფორდელებმა „პლიმუტი“ მიიღეს და გუნდები ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო და სადებიუტო შეხვედრისგან განსხვავებით ნაკლებად ეფექტურად გამოიყურებოდა.
ლაშა თაბაგარი



